9 აპრილი

8 აპრილს სკოლა ლამპარში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები – სოფო შაორშაძე და თეკლა მოდებაძე იყვნენ. ღონისძიებაზე მოსწვლეებმა გაიხსენეს საქართველოს ისტორიის სამი უმნიშვნელოვანესი თარიღი: 1989 წლის 9 აპრილი, აფხაზეთისა და აგვისტოს ომები.
ღონისძიებას ესწრებოდა მოწვეული სტუმარი, აფხაზეთის ომისა და 9 აპრილის გმირი ბატონი მურად ნოზაძე. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ უამრავი ტკივილიანი ისტორია და იმედი გვაქვს, რომ ვიცხოვრებთ თავისუფალ და მშვიდობიან საქართველოში 🇬🇪🌷♥️
 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *