20 მარტს დიდ ქართველ პოეტს, მწერალსა და დრამატურგს, ოთარ ჭილაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, 21 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ორგანიზაცია ,,აველუმმა” გამართა საღამო, რომელსაც ესწრებოდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. საღამოზე განხილული იყო მწერლის არაჩვეულებრივი შემოქმედება. სრულად ნახვა
თვე: მარტი 2023
თბილისის ისტორიის მუზეუმი
თბილისის საშუალო სკოლა “ლამპარის” VIII კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, სოფო შაორშაძესთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისის ისტორიის მუზეუმში. მოსწავლეებმა გაიხსენეს დედაქალაქის ისტორია მისი დაარსების დღიდან და თვალნათლივ ნახეს ყველა ის ეტაპი, რომელსაც თბილისი გადიოდა საუკუნეების მანძილზე. მუზეუმში დაცულია უნიკალური სრულად ნახვა
მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება. სკოლა ლამპარის მერვე კლასმა ამ დღესთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩაატარა ღონისძიება. მოსწავლეებმა ისაუბრეს დაუნის სინდრომის, მისი გამომწვევი მიზეზების, სრულად ნახვა
”მუსიკა და ფერები”
მუსიკის პედაგოგი – ნონა მეცხვარიშვილი ექსკურსიის მიზანი: ზ.ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის მონახულება; საგანმანათლებლო პროგრამა: ”მუსიკა და ფერები”მოსწავლეები გაეცნენ თუ რა ასოციაციური კავშირია ნოტებსა და ცისარტყელას 7 ფერს შორის;რა როლს თამაშობს ფერთა გამა ჩვენს ცხოვრებაში.ვიდეო და აუდიო მასალის გამოყენებით ნახეს და მოისმინეს სრულად ნახვა
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი
1-ელ მარტს ,,საშუალო სკოლა ლამპარის” IX, X კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, თეკლა მოდებაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს გენიალური პოეტის ბიოგრაფია და შემოქმედება, მოისმინეს მისი ლექსები და ჩაერთნენ მუზეუმის მიერ შემოთავაზებულ აქტივობებში. სრულად ნახვა