2022 წლის 25 თებერვალს სკოლა ლამპარის მოსწავლეებმა „მოსწავლეთა თვითმმართველობის“ ინიციატივით გააპროტესტეს რუსეთის შეიარაღებული ძალების აგრესია, უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია. ბავშვებმა ამ მსვლელობით მხარი დაუჭირეს უკრაინის ტერიტორულ მთლიანობას და სოლიდარობა გამოუცახდეს უკრაინელ ხალხს.
თვე: თებერვალი 2022
პროფორიენტაცია
მიმდინარე სასწავლო წელს ჩვენს სკოლასა და „პროფესიული ორიენტაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი. თანამშრომლობის ძირითადი მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს პროფესიის გაცნობიერებულად არჩევაში. 20 თებერვალს შედგა თანამშრომლობის პირველი ეტაპი და ჩვენი სკოლის მე-10; მე-11; მე-12 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტესტირება , სრულად ნახვა
ოლიმპიადა ევერესტი
შპს”ქ.თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის” III(2) კლასის მოსწავლე თეკლა ფეიქრიშვილმა მონაწილეობა მიიღო ზამთრის სეზონის მათემატიკური ოლიმპიადა “ევერესტის” სადიაგნოსტიკო ტესტირებაზე. თეკლამ ბრწყინვალე შედეგი აჩვენა და მან დაიმსახურა “ოქროს სიგელი”. ვულოცავთ თეკლას და მის პედაგოგს ლელა კუპრეიშვილს მიღწეულ წარმატებას.