23 აპრილს წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით, 20 აპრილს მოსწავლეებმა მეგობრების ინტერესებისა და მისწრაფებების გათვალისწინებით წიგნები შეარჩიეს და ერთმანეთი დაასაჩუქრეს. ღონისძიების მიზანია მოსწავლეებში კითხვის მოტივაციის ამაღლება და წიგნიერების ხელშეწყობა.