სკოლა ლამპარის მე-9 კლასმა დამრიგებელთან – სოფო შაორშაძესთან ერთად ძამას ხეობა მოინახულა. ძამის ხეობაში მრავალი საინტერესო, მნიშვნელოვანი და მაღალი კულტურული ღირებულების მქონე ძეგლი გვხვდება, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს მზოვრეთის მამათა მონასტერს, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე. მოვინახულეთ ბატეთის ტბა, რომელიც ძამის ხეობის ბუნების ღირსშესანიშნაობებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მართლაც უიშვიათესი სილამაზით გამოირჩევა. ასევე ვნახეთ ორთუბნის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც გვიანფეოდალური ხანის, XVI-XVII საუკუნეებით დათარიღებული ძეგლია და მის შემადგენლობაში შედის: ორთუბნის ღვთისმშობლის ეკლესია, სამრეკლო, კოშკი, გალავანი და საცხოვრებელი სახლი. ვიხილეთ სარკინეთის მამათა მონასტერი, რომელიც შიო მღვიმელის სახელობის კლდეში ნაკვეთ ეკლესიას წარმოადგენს და ნამდვილად ქართული კულტურის უიშვიათესი ძეგლია. ექსკურსიის მიზანი კულტურული ძეგლების მონახულება, გაცნობა და მოლოცვა იყო