საშუალო სკოლა “ლამპარის” მე-8 (2) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან,მარიამ ბურჭულაძესთან ერთად ქართლს,ძამას ხეობას ეწვივნენ. მოსწავლეებმა მოინახულეს და მოილოცეს სარკინეთის მამათა მონასტერი, რომელიც შიო მღვიმელის სახელობის კლდეში ნაკვეთ ეკლესიას წარმოადგენს, სარკინეთის შიო მღვიმელის ეკლესია XIV საუკუნის შემდეგ პირველია, რომელიც კლდის გამოქვაბულში აშენდა, მოილოცეს მზოვრეთის მამათა და ორთუბნის დედათა მონასტრები. ნანახის სილამაზემ და ბერების მონათხრობმა დიდი შთაბეჭდილება დატოვა თითოეულზე აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებების მიზანია მოზარდებში საქართველოს კულტურული ძეგლების მიმართ პატივისცემის გაღვივება და მათ მიმართ დიდი ინტერესის გაჩენა