9 ნოემბერს სკოლა ,,ლამპარის” 7(1) კლასი, დამრიგებელ სოფო შაორშაძესთან ერთად, თბილისის ციფრულ მუზეუმს ესტუმრა. მოსწავლეებმა იხილეს წყალქვეშა სამყაროს პროგრამა და მხატვრული ფილმი ,,ბაზალეთის ტბა”. ექსკურსიის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება, საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მომენტების გახსენება და არაფორმალურ გარემოში ერთმანეთთან შეხვედრა. მოსწავლეები სკოლაში დადებითი ემოციებით დამუხტულები დაბრუნდნენ.