“ჩვენთან”

შპს “ქ. თბილისის საშუალო სკოლა „ლამპარის“ 4(1) კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ მცხეთის რაიონ სოფელ ქსოვრისში მდებარე ულამაზეს სივრცეში სახელად “ჩვენთან”. პროგრამის ორგანიზატორები დიდი ყურადღებითა და ზრუნვით გაუმასპინძლდნენ ჩვენს მოწაფეებს. შესთავაზეს საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი სახის აქტივობებით დატვირთული დღე. გაკვეთილი მოიცავდა ჩურჩხელების ამოვლების მასტერკლასს, სადაც დაესწრნენ ყურძნის წვენისგან თათარას მომზადებას, ამოავლეს ძაფასხმული ნიგოზი, გაეცნენ თაფლის ისტორიას, ფუტკრების სახეობებს, დაწურეს თაფლი და პროგრამის ბოლოს გადაეცათ ამოვლებული ჩურჩხელა, საკუთარი ხელით ჩამოსხმული თაფლი და პროგრამაში აქტიურად მონაწილეობის სერთიფიკატი. პროგრამა მოიცავდა სახალისო აქტივობებით დატვირთულ შესვენებასაც, საქანელები, ბატუტი, სასრიალოები, ჰამაკი, ქვიშის ზონა… აღნიშნული აქტივობა განახორციელეს კლასის პედაგოგებმა: ჟუჟო ბანეთიშვილი და ნინო ბაიდაური.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *