შეხვედრა ექსპერტ კრიმინალისტთან

10 ივნისს ,,თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის” მოსწავლეებისთვის ჩატარდა შეხვედრა, რომელიც ეხებოდა კრიმინალისტიკას.
მოწვეული სტუმარი:
მალხაზ ჩიტაია – ექსპერტ-კრიმინალისტი, კრიმინალისტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
პრაქტიკული აქტივობით მოსწავლეებმა მოირგეს კრიმინალისტების როლი და აიღეს თითის ანაბეჭდები.
განიხილეს რამდენიმე აქტუალური და გახმაურებული სისხლის სამართლის საქმე.
გამოწვეული დიდი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული შეხვედრა მოსწავლეებს დაეხმარება პროფესიული ორიენტაციისთვისაც.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელი – ანა თვაური
 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *