სკოლა „ლამპარი“ ჩაერთო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტში „შეფასება განვითარებისთვის“. პროექტი გულისხმობს საცდელი ტესტირების ჩატარებას მეოთხეკლასელთა და მეექვსეკლასელთათვის და მისი მიზანია შევაფასოთ მოსწავლეთა მიღწევები ქართულსა და მათემატიკაში. ეს არის დიაგნოსტიკური შეფასება, რომელიც დაგვეხმარება შესაბამისად დავგეგმოთ მომავალი სასწავლო წელი.
ტესტირება მთლიანად ელექტრონული პროგრამით ტარდება და პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა სკოლა „ლამპარში“. მეოთხეკლასელებმა ელექტრონულად შეასრულეს ტესტური დავალებები ქართულ ენასა და ლიტერატურაში. შეფასების შედეგებს შეფასებისა და გამოცების ეროვნული ცენტი ელექტრონულად მოგვაწვდის პროექტის დასრულების შემდეგ. შეფასების შედეგები წარმოდგენილი იქნება როგორც თითოეული მოსწავლის დონეზე, ასევე კლასისა და სკოლის დონეზე.
წარმატებებს ვუსრუვბეთ პროექტში მონაწილეებს!