შპს საშუალო სკოლა „ლამპარის“ 3 (1) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ თეა გოგოლაძესა და გახანგრძლივებულის პედაგოგ სალომე ქაჯაიასთან ერთად ესტუმრნენ შატო ორბერს, სადაც დაკრიფეს და დაწურეს ყურძენი, ამოავლეს ჩურჩხელები, მონაწილეობა მიიღეს შოთის ცხობის მასტერკლასში. მოცემული აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეების არაფორმალურ გარემოში დაახლოება , მათი ცნობიერების ამაღლება, ქართული ტრადიციების გაცნობა და მათდამი პატივისცემის გრძნობის გაღვივება.