ქიმიის პარადოქსები

2022 სასწავლო წლის 11 აპრილს ქიმიის კლუბის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე: ,,ქიმიის პარადოქსები”. კონფერენცია მიზანდ ისახავდა:

 

  • მოსწავლებს დაენახათ, ეგრძნოთ და განეცადათ ქიმიის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის.
  • დაემყარებინათ მჭიდრო კავშირი სხვა დისციპლინებთან – ფიზიკა იქნება ეს, ბიოლოგია, მედიცინა თუ ისტორია.

 

მოსწავლეებმა წარმოდგენილი პრეზენტაციებით შეძლეს მარტივი კითხვა დაესვათ ყოვლის შემძლე ქიმიისთვის: როგორი ჰაერით ვისუნთქოთ? რა წამალი დავლიოთ? რა მივირთვათ და რა ვსვათ? რა ჩავიცვათ და დავიხუროთ? როგორ მოვუაროთ მცენარეებს?

 

პრეზენტაციის შემდეგ ერთხმად შევთანხმდით: ჩვენს ყოველ მაჯისცემას, ამოსუნთქვას, აზროვნების პოეტურ გაელვებას, ხალისიანად ყოფნას და უგუნებობას რთული ქიმიური პროცესები უდევს საფუძვლად. ამიტომ, ცხადი უნდა იყოს, რაოდენ აუცილებელია ქიმიის საწყისების ცოდნა ყოველი ჩვენგანისთვის.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *