18 ოქტომბერს, „სკოლა ლამპარის“ მე-7(1) და მე-7(2) კლასები დამრიგებლებთან, თეონა გიორგაძესთან და თათია მარტინენკოსთან ერთად, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა თემატურად შეისწავლეს წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნის დეტალები და იხილეს მისი რესტავრირებული სახე, რომელსაც ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ასევე, მოსწავლეებმა მოისმინეს კოლეჯის დაარსების ისტორია და დაათვალიერეს თითოეული აუდიტორია, სადაც კოლეჯში არსებულ სხვადასხვა პროგრამაზე პრაქტიკული მუშაობა მიმდინარეობს. აქტივობა მიზნად ისახავდა საგნისადმი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და არაფორმალურ გარემოში მათ დაახლოებას. ამ გზით, მოსწავლეები უფრო ბუნებრივად და გახსნილად შეძლებენ სწავლის პროცესში ჩართვას და ერთმანეთთან ურთიერთობას.