
შპს”ქ. თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის” 1(1) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ლელა კუპრეიშვილთან და გახანგრძლივებულის პედაგოგ თეა ჯალაღონიასთან ერთად ეწვივნენ სოციალურ საწარმო “კოდალას”. თემატიკა: “აი ია”. ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეების არაფორმალურ გარემოში დაახლოება და ხის მარტივად დამუშავების ტექნოლოგიების შესწავლა. შეხვედრის დასასრულს მათ გადაეცათ სერტიფიკატები და თავიანთი ნამუშევრები. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ საწარმოდან.






