როლური თამაშები იტალიურ ენაში

დღეს ძალიან, ძალიან საინტერესო გასვლითი ღონისძიება მქონდა სკოლა ლამპარი / School Lampari-ს მესამე მეორე კლასის უმაგრეს ბავშვებთან ერთად.

ჯერ პიცერიაში ვიყავით, უკვე ნაცადი როლური თამაშის, იტალიური ენის პრაქტიკაში გამოყენებისა და გემრიელი პიცის საჭმელად. მერე ბოტანიკურ ბაღში წავედით და იტალიის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, ტონინო გუერას “დაკარგული ხილის ბაღის” გალამაზებაში მივიღეთ მონაწილეობა. მოკლედ, დღეის შემდეგ, როცა ბოტანიკურში ახვალთ, იცოდეთ, რომ ეს ლამაზი ბუდეები ჩემი ბავშვების ხელით არის აღმართული და ამ პატარა კუთხეს, ჩვენი კლასის სახელი ჰქვია. კიდევ ერთხელ მადლობა სკოლას ხელშეწყობისთვის, Tatia-ს, რომელიც ულაპარაკოდ მყვება ამ თავგადასავლებში და რა თქმა უნდა ბავშვების მშობლებს, ფინანსური მხარდაჭერისთვის. ძალიან მიყვარხართ

პ.ს. სიტყვები, ელჩი და ელფი რომ ერთმანეთს ჰგავს, მაგაზე დაფიქრებულხართ? მე მაშინ დავფიქრდი, შეხვედრაზე, შორიდან, დიდი ხმით რომ დამიძახეს: ჰა, მას, არ მოვიდა ელფიო?!

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *