რაბათი

4 ნოემბერს ,,საშუალო სკოლა ლამპარის” მე-11 კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, თეკლა მოდებაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ახალციხეში, მოინახულეს რაბათის ისტორიული ციხე, რომელიც შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდის ნაგებობისგან შედგება, ის აერთიანებს საქართველოში მყოფი ერთნიკური უმცირესობების სამლოცველოებს. ციხეში განთავსებულია კათოლიკური ეკლესია, მეჩეთი, მეცხრე საუკუნის მართლმადიდებლური ტაძარი, დილეგები და მედრესე. მოილოცეს მწვანე მონასტერი და ულამაზესი საფარა. 🩷 ✔️ მსგავსი ღონისძიებების მიზანია მოზარდებისთვის ქვეყნის კულტურული ღირებულებების გაცნობა და მატერიალური ძეგლებისადმი პატივისცემის ჩამოყალიბება. 🩵

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *