
სკოლა ლამპარში პროფესიული ორიენტაციის პროექტის ფარგლებში მშობლებთან შეხვედრა გაიმართა. მოწვეულმა მშობლებმა ისაუბრეს საკუთარი პროფესიებისა და დაბრკოლებების შესახებ. შეხვედრაზე განვიხილეთ შემდეგი თემები: • პროფესიული ორიენტაციის მნიშვნელობა და საჭიროება; • ტიპური შეცდომები და მოქმედი ფაქტორები პროფესიის არჩევისას; • დაბრკოლებები და გამოწვევები კონკრეტულ მიმართულებაში; • რუტინულ საქმიანობებთან გამკლავების მექანიზმები; • ავტორიტეტი ადამიანების აზრი პროფესიების შერჩევისას. მსგავსი შეხვედრები არის ძალიან მნიშნელოვანი, რადგან მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ პროფესიული ორიენტაციის კუთხით მეტად განვითარდნენ და აიმაღლონ ცნობიერება.