პიელ ნატურალსი

სკოლა ლამპარის მე-8 და მე-10 კლასმა პროფესიული ორიენტაციის მიზნით პიელ ნატურალსის საწამო მოინახულა. 🤝 მოგეხსენებათ, რომ პიელი არის N1 ქართული თავის მოვლის პრემიუმ კოსმეტიკის ბრენდი, რომელიც პროდუქტებს მხოლოდ ბუნებრივი მასალებით ქმნის.💄💋 საწარმოში გაგვხვდა უკარგესი გარემო, ბავშვები დაინტერესდნენ პიელის კოსმეტიკითა და თავის მოვლის საშუალებებით. მოსწავლეებს ადგილზე პროდუქციის გამოყენების საშუალებაც ჰქონდათ. დაგვათვალიერებინეს საწარმო, სადაც უშუალოდ ამ კოსმეტიკაზე მუშაობა ხდება, ასევე მოსწავლეებს გააცნეს უნიკალური ინგრედიენტები, რომელთა მეშვეობითაც მათი პროდუქცია შეუცვლელი და უნიკალურია. ბავშვებმა საკუთარი ხელით დაამზადეს აბაზანის ბომბები და ცოტა ხნით სამეცნიერო საქმიანობითაც დაკავდნენ. კომპანიის დამაარსებელმა მოსწავლეებს წარმატებისკენ მიმავალი განვლილი გზა გააცნო და ძალიან სწორი რჩევებიც მისცა. ბავშვები დაჯილდოვნდნენ სერტიფიკატებითა და საკუთარი ხელით შექმნილი აბაზანის ბომბებით. აღნიშნული მასტერკლასის მიზანი მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების აღმოჩენა და განვითარება იყო. ბავშვებმა გააცნობიერეს, რომ მათ აუცილებლად უნდა დაისახონ მაღალი მიზნები და ბევრი მარცხის მიუხედავად, არასოდეს უნდა შეწყვიტონ ზრუნვა წარმატებისთვის!🧚🏼‍♀️♥️

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *