მემორანდუმი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაზე

2021 წლის 20 მაისს მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია “საქართველოსა“ და შპს. ქ. თბილისის საშუალო სკოლა “ლამპარს“ შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაზე. თანამშრომლობის ინიციატივა სკოლა ,,ლამპარის” დირექტორს ქალბატონ დარეჯან ქადაგიძეს ეკუთვნის.
მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია “საქართველო” გამოხატავს კეთილ ნებას ხელი შეუწყოს და დაეხმაროს თბილისის კერძო სკოლა “ლამპარის“ მოსწავლეებს ინგლისური ენის ფლობის უნარების გაუმჯობესებაში. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტს მოხალისეობრივ პრინციპებზე დაყრდნობით უძღვება მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის, კურიკულუმის დაგეგმვისა და მართვის მაგისტრი, ფილოლოგიის დოქტორი ესპანურ ლიტერატურაში ქალბატონი სანდრა სტეიმოსი და მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია “საქართველოს“ ერთ-ერთი გამორჩეული წევრი დოქტორი ზურაბ მუშკუდიანი. აღსანიშნავია, რომ ქალბატონი სანდრა სტეიმოსი მეორე თაობის ამერიკელია – იგი ფლობს რამდენიმე უცხო ენას და უკვე სამი წელია ბატონ ზურაბ მუშკუდიანთან ერთად ეწევა პედაგოგიური გამოცდილების გაზიარებას ქართველი ინგლისური ენის მასწავლებლებისადმი და ატარებს ონლაინგაკვეთილებს ქართველი მოსწავლეებისათვის დიდი ენთუზიაზმითა და მოხალისეობით.
შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლა “ლამპარის“ დამფუძნებელი და დირექტორი: ნინო ქადაგიძე; ინგლისური ენის მასწავლებლები: ელზა თურმანიძე, თამარ კეკელია, ქრისტინე კიკაბიძე, ჟუჟო ბანეტიშვილი, მერი სურმანიძე; ქართული ენის მიმართულების კოორდინატორი ია ჯღარკავა, მოსწავლეები და მათი მშობლები, ასევე მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია “საქართველოს“ პრეზიდენტი ირინე ჯგერენაია და ასოციაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ქალბატონი მარინა წიქორაძე.
ეს მასშტაბური პროექტი სხვა არაერთი კულტურულ–საგანმანათლებლო ინიციატივის საფუძველი გახდება.@დანი ქადაგიძე



კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *