ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის,მარიამ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით სკოლა ,,ლამპარში” მხატვრული წერის კლუბი, ,,თავისუფლების მწერლები” დაარსდა. პირველ შეხვედრაზე ვისაუბრეთ კლუბის დანიშნულებაზე,მიზნებსა და სამოქმედო გეგმებზე. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ჩანახატები და ლექსები. ვისაუბრეთ მხატვრული წერის მნიშვნელობაზე თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, ბოლოს კი წერილობით ჩამოაყალიბეს მათი მოსაზრება წერის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და შექმნეს ტექსტი : რატომ ვწერთ?! წინ ბევრი მხიარული,საინტერესო და შემოქმედებითი დღე გველოდება!