21მაისს, სკოლა ,,ლამპარის” I(2) კლასმა, დამრიგებელ -მარიამ ბურჭულაძესთან და გახანგრძლივებულის პედაგოგ-ლანა გოგიასთან ერთად,მცხეთაში რამდენიმე ისტორიულ-კულტურული ძეგლი მოინახულა. მოსწავლეებმა იხილეს სვეტიცხოველი,რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია და რომელშიც ინახება ქრისტეს კვართი.
ასევე მოინახულეს VI საუკუნის შიომღვის სამონასტრო კომლექსი.
ექსკურსია მიზნად ისახავდა კულტურის ძეგლების გაცნობას,მშობლების,მოსწავლეებისა და მასწავლებლების ერთმანეთთან დაახლოებას არაფორმალურ გარემოში.
ბავშვები შინ სასიამოვნო ემოციებითა და განსაკუთრებული მოგონებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.