მტკვრის დაცვის დღე

გუშინ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი განათლების ცენტრის ინიციატივით მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ჩვენი სკოლიდან მიწვეული მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე ისეთ საკითხებზე მსჯელობდნენ, როგორიცაა: მდინარე მტკვრის, როგორც ტრანსასაზღვრო მდინარის, მნიშვნელობა, არსებული მდგომარეობა და გამოწვევები.
მოსწავლეთა კითხვებს უპასუხეს მტკვრის საკითხზე მომუშავე სფეროს ექსპერტებმა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიიღოთ პრაქტიკულ ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში და დაეთვალიერებინათ გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორია.




კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *