ლიტერატურული კლუბი

სკოლა ,,ლამპარში“ ლიტერატურული კლუბის მომდევნო შეხვედრა გაიმართა. გავეცანით ბესიკ ხარანაულის ლექსს ,,ხეები“ და მოვაწყეთ დისკუსია თემაზე: ვინ ვარ მე?!

რა არის და ვინ არის ადამიანი? ვინ ვარ მე? რისთვის არსებობს ის საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობ? რა არის კაცობრიობა, რომელსაც ვეკუთვნი? რას წარმოადგენს ეს სამყარო, რომელშიც ყველანი ვიმყოფებით? საიდან მოვდივართ? სად მივდივართ? რეას ნიშნავს, რა აზრი აქვს ყოველივე ამას?

შეხვედრის პროცესში მოსწავლეებს ამ კითხვებზე ფიქრის და აზრის გამოხატვის საშუალება ჰქონდათ. საბოლოოდ, შეხვედრის გვირგვინი ილია ჭავჭავაძის სიტყვები იყო: ,,ყველაზედ ძნელი ადამიანისთვის თავისის-თავის ცნობა, თავის-თავის ცოდნაა“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *