31 მარტს ჩატარდა ლიტერატურული კლუბის მე-2 შეხვედრა, რომელიც წარიმართა ჰიბრიდული ფორმატით. მაღალი კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურაზე და გამოთქვეს ძალიან საინტერესო მოსაზრებები. უფროსკლასელებმა ისაუბრეს ისეთი ცნობილი წიგნების შესახებ როგორებიცაა: გურამ ფანჯიკიძის ,,სპირალი”, დავით კლდიაშვილის ,,სამანიშვილის დედინაცვალი”, შექსპირის ,,რომეო და ჯულიეტა” და სხვ. ასევე ვისაუბრეთ ყველასათვის ცნობილ ფილმზე ,,ჰაჩიკო”. კლუბის ერთ-ერთ წევრს წაკითხული ჰქონდა აღნიშნული წიგნი და მისი პრეზენტაციის შემდეგ ყველას გაგვიჩნდა სურვილი წაგვეკითხა იგი. ამ შეხვედრაზე განსაკუთრებით გამოვლინდა სიყვარული ქართული ლიტერატურისა და ქართველი მწერლების მიმართ, რაც ძალიან მოგვწონს და გვახარებს კლუბის ხელმძღვანელებს.
VI-VII კლასის მოსწავლეებს კოორდინატორმა პედაგოგებმა შესთავაზეს წაეკითხათ და გაეანალიზებინათ გი დე მოპასანის ძალიან სამსჯელო, საკამათო და ამავდროულად დამაფიქრებელი ნოველა ,,მინდვრებში”. აღნიშნულმა ნოველამ კლუბის თითოეულ წევრზე დატოვა წარუშლელი შთაბეჭდილება.. მოსწავლეები საბოლოოდ მივიდნენ საერთო აზრამდე, რომ აღზრდა და ინფორმაციის სწორი ფორმით მიწოდებაა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ადამიანურ ურთიერთობებში. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სამუშაო პროცესში და ძალიან გვიხარია, როდესაც ისინი ასეთი მონდომებითა და ენთუზიზმით ელოდებიან ყოველ შემდეგ შეხვედრას.