9 დეკემბერს ჩატარდა კიბერუსაფრთხოების მარათონი, სადაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ,,საიბეროულის’ მოსწავლეებმა. რატი ყიფშიძის გუნდმა შექმნა ინოვაციური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ფიშინგ მეილების ამოცნობა შესძლებოდათ ყოველდღიურობაში რიგით ინტერნეტის მომხმარებლებს. მარტივი პროცედურების საშუალებით მათ შეეძლებოდათ ნებისმიერი ყალბი დომეინის მოძებნა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი კვანძების,ასევე მიზანმიმართულად ის გადასცემდა დიდ კომპანიებს როგორიცაა მაგალითად ,,virustotal” შესაძლო ფიშინგის შესახებ. რატი ყიფშიძე გახლდათ ამ მარათონის ასაკით ყველაზე პატარა მონაწილე. ჩვენ ვულოცავთ მას ამ დიდ წარმატებას.