17 ნოემბერს, სკოლა ლამპარის 9(1) კლასი, დამრიგებელ სოფო შაორშაძესთან ერთად, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ესტუმრა. ილია ჭავჭავაძე (1837 – 1907 წწ.) – ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი იყო. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ იგი შერაცხულია წმინდანად, სახელით – ილია მართალი. ილია ჭავჭავაძე ისეთი ლიბერალური და დემოკრატიული შეხედულებებით გამოირჩეოდა, როგორიცაა ადამიანთა უფლებების დაცვა, თანასწორობის პრინციპი, სიტყვისა და აზროვნების თავისუფლება და სხვა. ამასთანავე, მისთვის უცხო არ იყო ის ჰუმანური ღირებულებები, რომლებიც აუცილებელია ყველა ეპოქის სამოქალაქალაქო საზოგადოებისთვის. ექსკურსიის მიზანი სწორად ამ ღირებულებებზე დაფიქრება იყო. მომავალი თაობისადმი სწორი ღირებულებების ჩანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია ერის წინსვლისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის.