“იავნანამ რა ჰქმნა“ ყველა ბავშვისთვის საყვარელი მოთხრობაა. მას მათ მშობლები ჯერ კიდევ სკოლაში შემოსვლამდე უკითხავენ. ზურაბ ქართველაძის, მაგდანისა და ქეთოს სახე დაუვიწყარ ბავშვურ მოგონებებს აღძრავს ხოლმე ყველა ქართველში. ჩვენ ამ მოთხრობას სკოლაში უფრო გააზრებულად და საინტერესოდ ვსწავლობთ. გასულ კვირას სწორედ V3 კლასის მოსწავლეებთან დაიგეგმა გუნდური შეჯიბრება „იავნანამ რა ჰქმნას“ ეპიზოდების ილუსტრირებაში.
კლასი 2 გუნდად დაიყო – “ფანტაზიორ მკითხველებად“ და „ ნიჭიერ მხატვრებად“. მოსწავლეებმა აირჩიეს ეპიზოდები და საქმეს შეუდგნენ – რას არ ნახავდით მათ სამუშაო მაგიდაზე: სალათის ფოთლებს საკაბეებად, ბურღულეულს მოსართავებად, ფერად ძაფებს თმებად, გათლილი ფანქრების ხვეულებს გვირგვინებად, სიმინდის ბურბუშელებს ღრუბლებად და ა.შ.
კრიტერიუმების მიხედვით, მხოლოდ ერთი გუნდი გაიმარჯვებდა, რომელის 6 წევრი ქართული ენის მასწავლებლისგან სიგელსა და ტკბილეულს მიიღებდა. ნამუშევრის წარგენა პრეზენტატორს უნდა ეთავა. ბრძოლა ორი გაკვეთილი გრძელდებოდა და შესვენებაზეც არ შეწყვეტილა. კრიტერიუმის თანახმად, ( I. გუნდურობა (3ქ). II. ფანტაზიორობა (3ქ). III. ესთეტიკურობა (2ქ). V. პრეზენტაცია (2ქ.) გუნდმა „ფანტაზიორმა მკითხველებმა“ (მარიამ შატბერაშვილმა, ნატალია ყველაიძემ, ნატალია თათარაძემ, დიმიტრი ხეხელაშვილმა და ეკა ჩოხელმა) 10:4 გაიმარჯვეს.
ამგვარი მხიარული შეჯიბრება, რომელიც ტექსტების უკეთ აღქმა –გააზრებასა და მოსწავლეთა შორის თანამშრომლობას უწყობს ხელს, მომავალშიც გაიმართება.