შპს საშუალო სკოლა “ ლამპარის” I (2) კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ თეა გოგოლაძესთან, დამრიგებელ ლელა კუპრეიშვილთან და გახანგრძლივებულის პედაგოგ თათია ბაღაშვილთან ერთად ესტუმრნენ ძველ თბილისს , გაეცნენ ლეგენდას თბილისის დაარსების შესახებ. ასევე მოინახულეს ფარნავაზ მეფისა და დედაენის ძეგლები. მოცემული აქტივობა მიზნად ისახავდა ღირსშესანიშნავი ძეგლების მონახულებას, გაკვეთილის არაფორმალურ გარემოში ჩატარებას და მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას.