6 ივნისს ,,თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის” მოსწავლეებისთვის ჩატარდა შეხვედრა მოწვეულ სტუმრებთან ერთად.
შეხვედრას ესწრებოდნენ:
გიორგი კულდონაშვილი – უმაღლესი განათლების აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ექსპერტი.
გიორგი აგირბაია – Erasmus+ ოფიციალური ელჩი საქართველოში.
ანა თვაური – სამოქალაქო განათლების მასწავლებელი სკოლა ლამპარში.
შეხვედრაზე განხილული საკითხები:
თავისუფალი მედიის როლი საზოგადოებაში; დეზინფორმაციის თავიდან აცილების გზები.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამები მოსწავლეებისთვის.
შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რაც მოსწავლეებისათვის საინტერესო აღმოჩნდა და ვიმედოვნებთ, რომ შეძლებენ გაცვლით პროგრამებში აქტიური მონაწილეობის მიღებას.