ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმი

23 იანვარს, 2(2) კლასი მუსიკის მასწავლებელთან ,ნონა მეცხვარიშვილთან ერთად ეწვია ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმს, სადაც ჩატარდა საგანმანათლებლო პრაქტიკული ”ვორქშოპი’ ‘მუსიკა და ფერები”; მიზანი: მოსწავლეებს გააცნოს მუსიკალური ნოტები, ფერების ისტორია და მათი ურთიერთკავშირი; რა როლს თამაშობს ფერთა გამა ჩვენს ცხოვრებაში; საიდან მომდინარეობს ნოტების დასახელებები. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რა საშუალებებს იყენებდნენ კომპოზიტორები მუსიკის ჩასაწერად. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ვიდეო და აუდიო მასალის გამოყენებით ნახეს და მოისმინეს რამდენიმე განსხვავებული ხასიათის მუსიკალური ნაწარმოებები, რომელიც ფერადი შუქის მონაცვლეობით სრულდებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *