მეორე პირველი კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ თეა გოგოლაძესთან და გახანგრძლივებულის პედაგოგ სალომე ქაჯაიასთან ერთად ესტუმრნენ საქართველოს ეროვნულ სასახლე- კულტურის ეროვნულ მუზეუმს . მათ დაათვალიერეს სასახლე, მოისმინეს სასახლის ისტორია და დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას “ წიგნის ისტორია”. მოისმინეს წიგნის ისტორია, ნახეს გრაფისეული და კოტე მარჯანიშვილის ბიბლიოთეკა. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს წიგნის სანიშნები. მოცემული აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში წიგნების მიმართ ინტერესის გაღვივება , წიგნის ისტორიის გაცნობა, სანიშნების დამზადების ტექნიკის შესწავლა.