ვიზიტი ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმში

7 მაისს, სკოლა ”ლამპარის” მუსიკის მასწავლებელმა, ნონა მეცხვარიშვილმა 6(1) და 6(2) კლასის მოსწავლეები წაიყვანა ქართველი მოცეკვავის, ბალეტმაისტერის და პედაგოგის, ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებლის ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმში; ექსკურსიის მიზანი იყო: ინფორმაციის მიღება მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე; .მუზეუმის დათვალიერების შემდეგ , მოსწავლეები ჩაერთვნენ წინასწარ დაგეგმილ საგანმანათლებო აქტივობაში:”საკარნავალო ნიღბები;” მრავალფეროვანი ფოტო და აუდიო მასალის გამოყენებით ნახეს და მოისმინეს უძველესი ქართული თეატალური სანახაობების შესახებ; პროგრამის მონაწილეებმა, ბოლოს თვითონ შექმნეს თეატრალური ნიღბები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *