ექსკურსია IV კლასი

ა/წ 12 მაისს IV1 – კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ი.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში.

ბავშვებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ილიას მამულმა, სახლმა და მშვიდმა გარემომ. განცდები გააძლიერა მემორიალურმა ნივთებმა, ხელნაწერებმა და XIX საუკუნის ცნობილი მხატვრების რეპროდუქციებმა.

წმ. ილიას მადლი ეფინა გარემოს…

დღის მეორე ნახევარში ანანურის ციხის დასათვალიერებლად გაემგზავრნენ. ბავშვებმა გაიხსენეს მხცოვანი მეფე ერეკლე II , რომელმაც კრწანისის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ამ ციხეს შეაფარა თავი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *