5 ოქტომბერს სკოლა ლამპარის X კლასი დამრიგებელ – სოფო შაორშაძესთან ერთად ქუთაისს ესტუმრა. მოსწავლეებმა მოინახულეს ბაგრატის ტაძარი, ასევე პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეები. ბაგრატის ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, რომელსაც თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში. მოსწავლეებმა გააცნობიერეს ტაძრის სიმბოლური მნიშვნელობა და მისი ისტორიული სიდიადე. პრომეთე კირქვებში გამომუშავებული მღვიმეა, რომელიც ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა. ვიხილეთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტები, სტალაგმიტები და გაქვავებული ჩანჩქერები. სათაფლიაში ვნახეთ 120 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ნაკვალევი, მღვიმე, მუზეუმი, საგამოფენო დარბაზები, შუშის პანორამული გადასახედი, საიდანაც იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედი იშლება. ექსკურსიის მიზანი აღნიშნული კულტურულ-ისტორიული ძეგლების გაცნობა და მონახულება იყო, ასევე მოსწავლეთა არაფორმალურ გარემოში ერთმანეთთან შეხვედრა და დაახლოება. ვფიქრობ, რომ მიზანი მიღწეულია