ექსკურის დავით გარეჯში

სკოლა ლამპარის მე-8 კლასმა დამრიგებელ სოფო შაორშაძესთან ერთად დავითგარეჯი მოინახულა. ექსკურსია საინტერესო იყო იმ მხრივაც, რომ გიდის მოვალეობას კლასის ერთ-ერთი მოსწავლე – შალვა მოდებაძე ასრულებდა. მან დეტალურად გააცნო კლასს დავითგარეჯის ისტორია, აქ მოღვაწე ბერების ცხოვრება, აქაური ფრესკული მხატვრობის ისტორია და XVII საუკუნეში შაჰ-აბასის მიერ 6000-მდე ბერის სიკვდილით დასჯის ამბავი.
ექსკურსიის მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის ამ ისტორიულ-კულტურული ძეგლის მონახულება, მისი შესწავლა და იმის გაცნობიერება, რომ დავითგარეჯი საქართველოა.
 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *