,,საშუალო სკოლა ლამპარში” ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელის, თეკლა მოდებაძის ინიციატივით, ჩატარდა ესეების კონკურსი ,,დედა”, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ VII-IX კლასის მოსწავლეები, რომლებიც ჟიურიმ შეაფასა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც გადაეცათ დიპლომები. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მიერ წაკითხული თემები იყო ძალიან ემოციური და საინტერესო, თითოეულ სიტყვასა და ფრაზაში იგრძნობოდა დედის, როგორც ერთადერთის მიმართ უდიდესი სიყვარული და პატივისცემა. მადლობას ვუხდით კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს.