შპს “ქ. თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის” მე-3 (2) კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ თათია ბაღაშვილთან და კლასის დამრიგებელთან ლელა კუპრეიშვილთან ერთად მოინახულეს სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულება ეთნოგრაფიული მუზეუმი. ბავშვებმა დაათვალიერეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან წარმოდგენილი საცხოვრებელი სახლები და სამეურნეო ნაგებობები. ისინი ეზიარნენ საქართველოს მრავალფეროვან ეთნოკულტურას.