ქ. ,,თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის” V (2) კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან,მარიამ ბურჭულაძესთან და კლასის დამრიგებელთან,ელზა თურმანიძესთან ერთად დმანისსა და ტანძიას ეწვივნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სულხან-საბა ორბელიანის მუზეუმი,ახლოს გაეცნენ მწერლის ბიოგრაფიას,პირად ნივთებსა და ხელნაწერებს. ასევე ძალიან საინტერესო იყო დმანისის ნაქალაქარის ხილვა. მოსწავლეები გაეცნენ პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების წესს. ნახეს სხვადასხვა არქეოლოგიური აღმოჩენა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები. მოსწავლეებისთვის ეს დღე მხიარული,შემეცნებითი და დასამახსოვრებელი გახდა