საშუალო სკოლა “ლამპარის” მეორე პირველის კლასის მოსწავლეები ქართულის ენისა და ლიტერატურის პედაგოგ თეა გოგოლაძესთან ერთად ესტუმრნენ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს.რომელსაც 2019 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. მანამდე შეისწავლეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, ბიოგრაფია. ბავშვებმა მოინახულეს მუზეუმი, იაკობის სახლი, სკოლა, ეკლესია . ასევე მოინახულეს სამთავისის ტაძარი, რომელის მე-11 საუკუნეშია აგებული. გადმოცემის თანახმად, პირველი ტაძარი აქ ვახტანგ გორგასალს აუგია V საუკუნეში, ამ ნაგებობიდან აღარაფერია შემორჩენილი. მეორედ X-XI საუკუნეებში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი, ახლანდელი ტაძარი კი 1030 წლით თარიღდება. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან სამთავისის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. მოცემული აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეების დაახლოება არაფორმალურ გარემოში. თეორიული მასალის პრაქტიკაში განმტკიცება. ძეგლებისადმი პატივისცემის გრძნობის გაღვივება.