5 აპრილს, სკოლა ,,ლამპარში“ გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ფინანსური განათლების პორტალმა – ფინედუმ, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართულობით, V კლასის მოსწავლეებისთვის გაკვეთილი ჩაატარეს. განკუთვნილი დრო ფულის ისტორიისა და ეროვნული ბანკის ფუნქციების მოკლე განხილვას, ფულის მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ მსჯელობას დაეთმო.