ასოციაცია “ანიკა”

სკოლა ,,ლამპარის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, VIII (1 ) კლასის დამრიგებლის – სოფო შაორშაძის ინიციატივით, 7 ოქტომბერს კლასი ასოციაცია ,,ანიკას“ ესტუმრა. კლასის მოსწავლეების აქტიურობამ და დადებითმა ენერგიამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ერთობლივი გადაწყვეტილებით გვეყიდა ბავშვებისთვის სიმბოლური საჩუქრები. შედეგმაც არ დააყოვნა! ძალიან სწრაფად მოვაგვარეთ მთელი რიგი საკითხები და ვეწვიეთ ,,ანიკას“. ჩვენი მისვლით იქ შეიქმნა უთბილესი გარემო. ბავშვებმა ძალიან მოკლე დროში გაიცნეს ერთმანეთი და მოახერხეს ერთმანეთთან დაახლოვება. VIII კლასის მოსწავლეებმა საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს ანიკას აღსაზრდელებს, ასევე ერთად განახორციელეს სხვადასხვა აქტივობა: ხატვა, ძერწვა, სააზროვნო ფაზლების აწყობა და სხვა.
ჩვენი მიზანი იყო გაგვეხალისებინა და გაგვემხიარულებინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ჩვენი ქმედებებით, ჟესტებითა და ქცევით მათთვის გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ისინი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მათ დასახმარებლად.
ძალიან დიდი ემოციით დამუხტულები დავტოვეთ ბავშვები და დავპირდით, რომ ეს არ იქნება ჩვენი მხრიდან ერთჯერადად გაკეთებული საჩუქარი მათთვის.
მინდა მოგმართოთ ყველას, რომ ნამდვილი, ჯანსაღი, გულწრფელი კონტაქტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ბავშვებისთვის!
 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *