V (1) კლასი დამრიგებელთან, თეკლა მოდებაძესთან ერთად ეწვია იმერეთს. მოსწავლეებმა შეისწავლეს აკაკი წერეთლის ავტობიოგრაფიული მოთხრობა ,,ჩემი თავგადასავალი.” ნაწარმოების შესწავლის შემდეგ მოსწავლეებში გაჩნდა დიდი სურვილი, რომ სოფელ სავანეში საკუთარი თვალით მოენახულებინათ აკაკი წერეთლის ძიძისეული კარ-მიდამო, სოფელ სხვიტორში კი – აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი. გარდა ამისა, მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, სოფელ არგვეთში წვეოდნენ მუხრან მაჭავარიანისა და პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმებს. გასვლითი ღონიძიება პროდუქტიული და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, რაც მიზნად ისახავს მოზარდებში, წიგნირების ამაღლებას.