ხარისხის მართვა

ხარისხის ჯგუფის სამოქმედო პრინციპები

 

     სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხარისხის განვითრებისა და შეფასების ჯგუფის მუშაობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ა) აქტიური ჩართვა მასწავლებელთა საქმიანობის პროფესიული განვითარებისა და შეფასების პროცესში;

ბ) თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასკოლო კულტურის ხელშეწყობა;

გ) სკოლის  ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა;

დ) სასკოლო საზოგადოების საჭიროებაზე და მხარდაჭერაზე ორიენტირებული განვითარება.

 

       ხარისხის ჯგუფის შემადგენლობა

 

  ხარისხის ჯგუფის წევრები არიან საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელები და სკოლის დირექტორები.

 

      ხარისხის ჯგუფის წევრები ახორციელებენ შემდეგ ვალდებულებებს:

ა)  მონაწილეობას იღებენ ხარისხის ჯგუფის მიერ დაგეგმილ და საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად განსახორციელებელ აქტივობებში;

ბ)  მონაწილეობას იღებენ თავისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების შიდა საგაკვეთილო დაკვირვების მოსამზადებელ შეხვედრებში;

გ)  მონაწილეობენ თავისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილის განმავითარებელ შეფასებაში;

დ) მოთხოვნის შემთხვევაში, პირადად აცნობენ მასწავლებელს ხარისხის ჯგუფის რეკომენდაციებს და აძლევენ მას ყველა საჭირო განმარტებას.

 

       ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნებთან მასწავლებლის კომპეტენციების შესაბამისობის დადგენის მიზნით, ხარისხის ჯგუფი:

ა) ახორციელებს მასწავლებელთა შიდა შეფასებას. კერძოდ, მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციის შესაბამისობის დადგენას მის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან;

ბ) ახორციელებს მასწავლებლის საქმიანობაზე (მათ შორის, საგაკვეთილო პროცესზე) დაკვირვებას და შეფასებას;

გ)  მასწავლებელს აძლევს განმავითარებელ შეფასებას მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე;

დ) მასწავლებლებთან ერთად განიხილავს პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებულ აქტივობებს/სტრატეგიებს და  აძლევს მათ განმავითარებელ უკუკავშირს, ასევე, რეკომენდაციას აძლევს მასწავლებელს შესაბამისი აქტივობებისა და ტრენინგების დაგეგმვაში.

 

       ხარისხის მართვის ჯგუფი ასევე:

ა) ახორციელებს მოსწავლეთა შედეგების მუდმივ მონიტორინგს და კლასის დამრიგებლებსა და საგნის მასწავლებლებს აძლევს უკუკავშირს;

ბ) სასკოლო საზოგადოების თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით, ატარებს გამოკითხვებს და აანალიზებს შედეგებს;

გ) სასკოლო საზოგადოების თანამონაწილეობით შეიმუშავებს სკოლის მისიას, სტრატეგიულ მიზნებსა და მიმართულებებს, მათზე დაყრდნობით ადგენს წლიური გეგმების პროექტებს და წარუდგენს სკოლის დირექტორს.