უსაფრთხო სკოლა

სკოლას ჰყავს შრომის უსაფრთხოების მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლაში დასაქმებული და მის ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირის უსაფრთხოებას.

სკოლას შემუშავებული აქვს უსაფრთხოების დებულება, პროფესიული ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების თანმიმდევრული პრევენციული ღონისძიებების პოლიტიკის დოკუმენტი, რისკების მართვის გეგმა და ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ინფექციური დაავადებების მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა.