სკოლა ,,ლამპარის” 8(1) კლასი, დამრიგებელთან, სოფო შაორშაძესთან ერთად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრა. მოსწავლეებმა იხილეს პრეზენტაცია ქართული ანბანის განვითარების საფეხურების, საწერი მასალებისა და უძველესი ხელნაწერების შესახებ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დარბაზში გამოფენილი იყო ქართული მატერიალური თუ სულიერი კულტურის ყველა მნიშვნელოვანი მონაპოვარი: ვეფხისტყაოსნის ხელნაწერების ასლები, სულხან-საბა ორბელიანის განმარტებითი ლექსიკონი, ჯრუჭისა და პარხლის ოთხთავის ხელნაწერები და სხვა. მადლობა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისათვის.