სიახლეები

ეთნოგრაფიული მუზეუმი

“ქ. თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის” II (2) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, ლელა კუპრეიშვილთან და გახანგრძლივებულის პედაგოგ სოფო დავლაძესთან ერთად ეწვივნენ გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ღია ცის ქვეშ. ექსკურსიის მიზანი იყო სხვადასხვა კუთხის ტრადიციების კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობა. ბავშვები ექსკურსიიდან კმაყოფილნი დაბრუნდნენ.

მედალოსნები 2022-2023

სკოლა ,,ლამპარი“ წარმატებული მოსწავლეების სამჭედლოა. სკოლის სახელით ლუკა პაპიაშვილსა და ნანკა თამაზაშვილს გილოცავთ ცხოვრების ამ ძალიან მნიშვნელოვან მიღწევას და გისურვებთ, რომ ეს თქვენი ნათელი მომავლის მხოლოდ დასაწყისი იყოს.

ლიტერატურული კლუბი

სკოლა ,,ლამპარში“ ლიტერატურული კლუბის მომდევნო შეხვედრა გაიმართა. გავეცანით ბესიკ ხარანაულის ლექსს ,,ხეები“ და მოვაწყეთ დისკუსია თემაზე: ვინ ვარ მე?! რა არის და ვინ არის ადამიანი? ვინ ვარ მე? რისთვის არსებობს ის საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობ? რა არის კაცობრიობა, რომელსაც ვეკუთვნი? რას სრულად ნახვა

მომავლის აკადემია

სკოლა “ლამპარი” მე6 კლასი ხელმძღვანელი ელზა თურმანიძე თაბაშირის ვორქშოფი მენტორი: ნინო ახმეტელაშვილი ვუმასპინძლეთ 16 მოსწავლეს, ინდივიდუალურად დაამზადეს თაბაშირისგან გამოყენებადი ნივთები თუ გსურთ თქვენი კლასიც გვესტუმროთ, რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ მომავლის აკადემია მომავალი თაობისთვის https://www.facebook.com/reel/897861158731018    

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმი

7 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა ♥️ ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სკოლა ლამპარის მე-11 კლასი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ – სოფო შაორშაძესთან ერთად, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ესტუმრა. ილია ჭავჭავაძის სრულ შემოქმედებასა და მოღვაწეობას საპროგრამო მასალით მოსწავლეები მე-11 კლასში სრულად ნახვა

“ჩვენთან”

შპს “ქ. თბილისის საშუალო სკოლა „ლამპარის“ 4(1) კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ მცხეთის რაიონ სოფელ ქსოვრისში მდებარე ულამაზეს სივრცეში სახელად “ჩვენთან”. პროგრამის ორგანიზატორები დიდი ყურადღებითა და ზრუნვით გაუმასპინძლდნენ ჩვენს მოწაფეებს. შესთავაზეს საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი სახის აქტივობებით დატვირთული დღე. გაკვეთილი მოიცავდა ჩურჩხელების სრულად ნახვა

მარტყოფი

  შპს საშუალო სკოლა „ლამპარის“ 4(2) კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ მარტყოფის ღვთაების მონასტერში, რომელიც მოქცეულია ტყით დაფარულ იალნოს ქედზე. ღვთაების მონასტერი დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის — მამა ანტონ მარტყოფელის მიერ VI საუკუნეში. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად სრულად ნახვა

ალტამირადან – ბენქსიმდე

სკოლა ლამპარის მეშვიდე კლასის მოსწავლეები პედაგოგ თამარ მოდებაძესთან ერთად ესტუმრნენ ილია ჭავჭავაძის მემორიალურ სახლ მუზეუმს, სადაც ჩატარდა შემეცნებით საგანმანათლებლო პროგრამა – ალტამირადან ბენქსიმდე. . გაეცნენ ილუსტარციის შესაძლებლობებს და ხერხებს.კომიქსის და გრაფიტის წარმოშობის ისტორიას,კედლის მხატვრობის ისტორიულ კონტექსტს და პირველყოფილი ადამიანის ვიზუალურ სრულად ნახვა

ეკონომიკური და ფინანსური განათლების კლუბი

ჩვენ ,,ეკონომიკური და ფინანსური განათლების კლუბის” წევრები ვართ. ვისაუბრეთ შემდეგ საკითხებზე: რა არის სახელმწიფო ბიუჯეტი? საიდან ხდება სახელმწიფო ხაზინის შევსება. ასევე ზოგადი მიმოხილვა მოვახდინეთ საქართველოში არსებულ გადასახადებზე: საშემოსავლო გადასახადი, დღგ, მოგების გადასახადი, ქონების გადასახადი.

მხატვრული წერის კლუბი, ,,თავისუფლების მწერლები”

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის,მარიამ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით სკოლა ,,ლამპარში” მხატვრული წერის კლუბი, ,,თავისუფლების მწერლები” დაარსდა. პირველ შეხვედრაზე ვისაუბრეთ კლუბის დანიშნულებაზე,მიზნებსა და სამოქმედო გეგმებზე. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ჩანახატები და ლექსები. ვისაუბრეთ მხატვრული წერის მნიშვნელობაზე თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, ბოლოს კი წერილობით სრულად ნახვა