შპს “ქ. თბილისის საშუალო სკოლა ლამპარის” ფილოსოფია

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფილოსოფია

 

ჩვენი მისიაა

ხელი შევუწყოთ თითოეულ მოსწავლეს მიაღწიოს წარმატებას და მივცეთ ისეთი  განათლება, რომელიც მოამზადებს მომავალი ცხოვრებისთვის და ჩამოუყალიბებს თვითგანვითარების და ახალი ცოდნის შეძენის უნარს.

 

ჩვენი ხედვაა

შევქმნათ ჯანსაღი, პოზიტიური და უსაფრთხო გარემო, რათა მოვამზადოთ მოსწავლეები სწრაფად ცვალებადი სამყაროსთვის იმ უნარების განვითარების გზით, რომელიც აუცილებელია მათი წარმატებისთვის. ეს უნარები მოიცავს: კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას, კომუნიკაციას, თანამშრომლობას და სხვა. ჩვენ მივაღწევთ აღნიშნულს ჩვენი მოსწავლეების ინტელექტუალური, სოციალური და  პიროვნული ზრდის მხარდაჭერით, რაც მათ დაეხმარება შექმნან ქვეყნისთვის სასიკეთო პროდუქტი.

 

ჩვენი ღირებულებები

სკოლა ლამპარი აფასებს თავაზიან ურთიერთობას მოსწავლეებს, პერსონალს, მშობლებსა და საზოგადოებას შორის. ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილი, წრფელი ურთიერთობებით და შრომისმოყვარეობით დავნერგავთ განვითარებაზე ორიენტირებულ მენტალობას, რისი დახმარებითაც თითოეულ მოსწავლეს შეეძლება გამოავლინოს თავისი სრული პოტენციალი.

 

 ეს ღირებულებებია:

  • განვითარებაზე ორიენტირებული მენტალობა
  • წრფელი და ლოიალური ურთიერთობები
  • პატივისცემა
  • შრომისმოყვარეობა