შპს საშუალო სკოლა „ლამპარის“ 4(2) კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ მარტყოფის ღვთაების მონასტერში, რომელიც მოქცეულია ტყით დაფარულ იალნოს ქედზე. ღვთაების მონასტერი დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის — მამა ანტონ მარტყოფელის მიერ VI საუკუნეში. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. მოსწავლეებმა მანამდე შეისწავლეს ცამეტი ასურელი მამის ცხოვრება, გაეცნენ ანტონ მატყოფელზე ინფორმაციას. უყურეს საინფორმაციო ვიდეოებს აღნიშნულ მონასტერზე. მოცემული აქტივობის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება და კულტურული ძეგლებისადმი პატივისცემის გრძნობის გაღვივება. ასევე მოცემული აქტივობა მიზნად ისახავდა არაფორმალურ გარემოში მოსწავლეების დაახლოებას. მოცემული აქტივობა განახოციელა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა თეა გოგოლაძემ და დამრიგებელმა ჟუჟო ბანეთიშვილმა.