სკოლა ,,ლამპარის“ IX1 კლასმა დამრიგებელ სოფო შაორშაძესთან ერთად კახეთის ისტორიული და კულტურული ძეგლები მოინახულა. ძალიან საინტერესო იყო ვიზიტი ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. მუზეუმის ექსპოზიცია განლაგებულია ახლად აგებული შენობის მეორე და მესამე სართულებზე. მასალა დალაგებულია თემატურად. მუზეუმში დაცულია ილიას და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები, ილიას ხელნაწერები, მის მიერ დარსებული ჟურნალები. ასევე დაცულია ქართველი და უცხოელი საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერები, მდიდარი ფოტო-მასალა და საარქივო დოკუმენტები. მოსწავლეებმა მოინახულეს გრემისა და ნეკრესის ეკლესია-მონასტრები და ასევე – ილიას ტბა. ექსკურსიის მიზანი იყო კახეთის ისტორიული და კულტურული ძეგლების დათვალიერება/გაცნობა, მათი არქიტექტურული სტილის შესწავლა და მოსწავლეების არაფორმალურ გარემოში ერთმანეთთან შეხვედრა/დამეგობრება.