შპს საშუალო სკოლა “ ლამპარის “ მეოთხე კლასის მოსწავლეები დამრიგებელ თეა გოგოლაძეთან ერთად სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით ესტუმრნენ Experimentorium-ს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამეცნიერო სივრცე, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ინტერაქტიულ აქტივობაში და დაესწრნენ შთამბეჭდავ აზოტის შოუს. ექსკურსიის ფარგლებში ბავშვებმა ახლოდან გაიცნეს ქიმიური ექსპერიმენტები, იკვლიეს ფიზიკის საინტერესო მოვლენები, შეასრულეს სახალისო დავალებები და პრაქტიკულად გამოსცადეს მეცნიერების კანონები. ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებში მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივება, კვლევითი და შემოქმედებითი უნარების განვითარება, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და სასწავლო პროცესის უფრო საინტერესო და სახალისო ფორმით წარმართვა. მოსწავლეებმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითა და ახალი ცოდნით დატოვეს ექსპერიმენტარიუმი.

